ექსკურსია
ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ჩვენ ვიყავით ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.   იქ მე და ჩემი კლასი წავედით.  მუზეუმში ქემალ თურმანიძის ხელნაკეთი ნივთები დავათვალიერეთ.მან ეს ნაკეთობები ძველი ხის ნარჩენებისგან გამოთალა. იქ  ჩვენ ვნახეთ:შეძლებული ოჯახი, საშუალოდ შეძლებული ოჯახი, საქათმე ბოსელი, ბეღელი, სკა , წისქვილი,  ხელნაკეთი აკვანი...
ბოლოს ქემალ თურმანიძემ   თვითონ გვიამბო თავისი ხელნაკეთების  შესახებ, აგრეთვე ოსტატმა გვიამბო რომ მუზეუმის მშენებლობამ ოთხი წელი მოუნდა.
ქემალ თურმანიძემ გვაჩვენა სიგელები მე და ჩემი კლასელები ყურადღებით ვეუსმენდით ოსტატს.  ხელნაკეთების ავტორმა დაგვათვალიერებინა თავისი ჩანახატები რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.
როცა ექსკურსია დავასრულეთ მუზეუმის ეზოში გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და შემდეგ დაღლილები მაგრამ აღვფრთოვანებულები დავბრუნდით  სკოლაში.
 

დეა გორაძე


2016 წლის 6 ივნისს დაგეგმილი მარშუტით გავემართეთ სამეგრელოსკენ . ბათუმი- ხობის დედათა მონასტერი- დადიანების საგვარეულო სასახლე- ბათუმი.
ძალიან ლამაზია ხობის დედათა მონასტერი .ღმერთთან ძალიან ახლოს , სულ ცოტაც და ხელით მისწვდები ღრუბლებს. მოვილოცეთ და სანთლები დავანთეთ.
 გავითვალისწინეთ ჩვენი უკიდეგანო  ცნობისმოყვარეობა და ინტერესები ამიტომ ექსკურსიამდე რამდენიმე დღით ადრე გავეცანით ცოტნე დადიანის გმირობასა და  სამეგრელოს მთავართა სასახლის დადიანების ისტორიულ მნიშვნელობას.  სამუზეუმო ექსპონატების ჩამონათვალს.
მოთმინებით დაველოდეთ რიგს და მდიდარი ექსპონატების გარემოცვაში აღმოვჩნდით. თუმცა ბევრი რამ ვერ ვნახეთ ორნამენტებიანი აივნები, წმინდანთა ნაწილების შესახებ არც არაფერი გვითხრეს. სამწუხაროდ ერთი ფოტოც ვერ გადავიღეთ სამახსოვროდ  თუმცა, მაინც ძალიან კმაყოფილები წამოვედით



20015 წლის 17 ივნისს ვეწვიეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ეს არ იყო მხოლოდ ეგზოტიკურ მცენარეებში გასეირნება. შესასვლელთანვე დარიგდა ცხრილები, რომელიც დაეხმარებოდა  ნანახის, მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციაში. გადაიღეს ფოტო და ვიდეომასალა. სადილის შემდეგ ვისაც ბუკი თან ჰქონდა  სლაიდშოუებიც გავაკეთეთ. შემდეგ   შთაბეჭდილებები ილუსტრაციებში გადმოვეცით. ვიმღერეთ გავერთეთ, ვივარჯიშეთ, ვითამაშეთ. საინტერესოდ დატვირთული დღე გამოვიდა.

0 коммент.:

Отправить комментарий

jQuery(document).ready(function($){