вторник, 28 октября 2014 г.


               
   ეს სამეფო 2014 წლის 15 სექტემბერს შედგა. აქ ცხოვრობენ პატარა ფერიები რომლებსაც შეუძლიათ ჯადოსნული ჯოხის ერთი ხელის მოსმით სასწაულები მოახდინონ.
          "სულ პატარები მოვედით  შეშინებული, დამფრთხალი. უცებ, აღმოვჩნდით  ლამაზად მორთულ  სახელმწიფოში. აქ  მასწავლებელი და მეხუთეკლასელი ასისტენტები ფუსფუსებდნენ და დიდი დღესასწაულისათვის ემზადებოდნენ.  
აქვე მოსულიყო ჩვენი საყვარელი გმირი მაშა , თურმე ისიც წელს შედის სკოლაში და ვიდეოწერილით სკოლის წესები გაგვაცნო.
 ბუშტებით მორთულ კლასში დაგვხვდა მაგიდაზე კოხტად დალაგებული სხვადასხვა ფერის წიგნები,  კალათაში ლამაზი ყვავილები ამოქუჩებულიყო . ფართე თვალებით შევციცინებდით მასწავლებელს რომელიც ამ ყვავილებზე ჩვენს სახელებსა და გვარებს კითხულობდა.
     დასასრულს მულტფილმის სხვა გმირებსაც შევხვდით. და მოვყევით ზრაპრები. გავიხსენეთ ამბები, ვითამაშეთ , გავერთეთ კიდეც. 
   ძალიან ლამაზი და დატვირთული დღე შედგა , თურმე სკოლა სულაც არ ყოფილა ისეთი როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა."


0 коммент.:

Отправить комментарий

jQuery(document).ready(function($){