მკითხველთა კლუბი

ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს, თქვენ?
"ბურატინოს ;პინოქიოს თავგადასავალი"
2016 წლის სასწავლო წელს ანუ მეორე სემესტრს  შევხვდით სიახლით. გადავწყვიტეთ შეგვექმნა " მკითხველთა კლუბი" რომელიც ითვალისწინებს წიგნიერების განვითარებას. "წაიკითხე წიგნები , უკეთესად იქნები". ერთად  წიგნის კითხვა  სასიამოვნოა და სახალისოა. ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს ამა თუ იმ გმირის შესახებ . ვიხსენებთ საინტერესო ეპიზოდებს, იმართება მსჯელობა. და რათქმა უნდა დასრულების შემდეგ ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს და ვურჩევთ თანატოლებს წაიკითხონ წიგნი.
 2016 წლის თებერვალში  კლასის ( კლასში 25 მოსწავლეა)  ნაწილმა წაიკითხა ალექსეი ტოლსტოის " ოქროს გასაღები. ბურატინოს თავგადასავალი" ნაწილმა კი კარლო კოლოდის " პინოქიოს თავგადასავალი" ძალიან საინტერესო იყო ორი ხის ბიჭუნას ცხოვრების შედარება, თითქოს მსგავსიც და განსხვავებულიც. ვიმსჯელეთ ვნახეთ ორივე ნაწარმოების  ეკრანიზაციაც  . აღმოვაჩინეთ რომ წიგნი უფრო მეტს მოგვითხრობს ვიდრე ეკრანზე ჩანს. შევქმენით სარეკლამო აფიშებიც ვურჩიეთ თანატოლებს აუცილებლად იცნობდნენ ორივე გმირს ისე ახლოს როგორც ჩვენ შევიყვარეთ.

ჯანი როდარის 
"ჩიპოლინოს თავგადასავალი"
2016 წლის  თებერვალი- მარტი - რევაზ ინანიშვილის " ჭრელი წინდების" შესწავლის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენს ისევე დავმეგობრებოდით ჩიპოლინოს და ჯელსომინოს როგორც ინანიშვილის შვილებს უყვარდათ. მასწავლებლისა და მშობლების დახმარებით შევუდექით საქმეს. ჯერ  წავიკითხეთ "ჩიპოლინოს თავგადასავალი"  საინტერესო გმირი აღმოჩნდა  ხახვისთავა ბიჭუნა, რომელიც გამოიჩევა თავისი შეუპოვრობით, სიმამაცით თითქოს მასთან ერთად ჩვენც ვმონაწილეობდით შეთქმულებებში.
24 თებერვალს  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში ილუსტრაციების გამოფენა მოვაწყეთ.  ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია წიგნის შექმნის ისტორიას მოგვიყვა. ვინაიდან 2016 წელი იუნესკომ რუსთაველის წლად აღიარა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან" რამდენიმე აუდიო სტროფებიც მოვისმინეთ.
წერილები მივწერეთ ალ'უბალას და მეგობრობა აღვუთქვით. რამდენიმე საინტერესო ეპიზოდიც წავიკითხეთ და ვიმსჯელეთ. ჩაგვერთო როგორც მასწავლებელი და ბიბლიოთეკარი ასევე დაწყებითი კლასების სასწავლო ნაწილის გამგე ნინო გოგოლიშვილიც , რამაც მეტი სითამამე მოგვცა მეტი გველაპარაკა.
 21 მარტს  მოვაწყეთ საჯარო პრეზენტაცია . საკლასო ოთახში მოვიწვიეთ პარალელური კლასებიდან თანატოლები და ყველა ღონე ვიხმარეთ ისინიც დაინტერესებულიყვნენ, წაეკითხათ ეს მოთხრობა. რათა ჩიპოლინოს უფრო მეტი მეგობარი ჰყოლოდა.

ჩვენ მიერ მომზადებული პრეზენტაცია
წიგნის პრეზენტაცია     ჯანი როდარის "ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში"
2016 წლის 25 აპრილს ჩვეული მოტივაციით ჩავატარეთ  წიგნის პრეზენტაცია . ამჯერად, ჯანი როდარის " ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში წავიკითხეთ"  ცოტა განსხვავებული სახე მივეცით ისევ გვყავდა სტუმრები პარალელური კლასებიდან.  თუმცა, პრეზენტაციები კოგნიტური ცხრილების სახით გავაკეთეთ. შევქმენით დიორამები, ბუკლეტები და გამოვეცით გაზეთი " ჯადოსნური სამყარო" სტუმარი თანატოლები ჩავრთეთ პრეზენტაციებში . მოსმენილი პრეზენტაციის შემდეგ უნდა ამოეცნოთ დიორამებში გამოსახული ეპიზოდი. ჯგუფის წავრებმა სხვა ჯგუფის წევრებს კითხვები დავუსვით და კიდებ ერთხელ გადავხედეთ მოსმენილ ამბებს. ბოლოს ბანქოც ვითამაშეთ და მარცვლების აწყობის შედეგად მივიღეთ მე-19 თავს წამძღვარებული ციტატა                                      " სიცრუის სენი  სულ ქრება,
                არც არასოდეს იმატებს
                 და რაც დრო გადის, ხმამაღლა
                  გაჰქუხს ამქვეყნად სიმართლე."



ჯანი როდარის " ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში" წიგნის პრეზენტაცია.


ანე-კატარინე-ვესტლი "დედა, მამა, რვა შვილი და საბარგო მანქანა"
მეორეკლასელებმა დაასრულეს ეს მოთხრობაც და ძალიან საინტერესოდ აპლიკაციების წიგნები და სოფლისა და ქალაქის მაკეტებიც დაამზადეს. შეავსეს პერსონაჟის რუკები და იმსჯელეს, კორნელის ცხრილის გამოყენებით იმსჯელეს მოთხრობაში არსებულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. წერილები მიწერეს ოჯახს და გამოთქვეს ბავშვებთან მეგობრობის სურვილიც. რომელ მომენტში ისურვებდნენ მათთან ერთად ყოფნას. ვინაიდან თითქმის ყველა ეპიზოდში გამოხატეს თანამონაწილეობის სურვილი ვფიქრობ, იოლად აღიქვეს მოთხრობის არსი და ცოტახნით საშუალება მიეცათ ნორვეგიელი ოჯახის ცხოვრებით ეცხოვრათ. მალე გამოსცემენ გაზეთებსა და ბუკლეტებს და თანატოლებსაც გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს რატომ უნდა წავიკითხოთ ანე-კატარინე ვესტლის " დედა, მამა, რვა შვილი და საბარგო მანქანა"
ამით სექტემბრამდე პრეზენტაციებს დავემშვიდობებით და სექტემბრიდან განვაახლებთ ზაფხულში წაკითხული " სალამურას თავგადასავლის" გარჩევით.
ყველას დიდი მადლობა! განსაკუთრებით მშობლებს ასე მონდომებით რომ არიან ჩართული სასწავლო პროცესში და მხარს გვიჭერენ შვილების წიგნიერებასა და მედიაწიგნიერების განვითარებაში.
პრეზენტაცია დავუკავშირეთ ბავშვთა დაცვის დღეს  2016 წლის 1 ივნისს.
" დაე, მუდამ იყოს ზეცა
 დაე, მუდამ იყოს მზე,
დაე, მუდამ იყოს დედა,
 დაე, მუდამ ვიყო მე."
 ანე -კატარინე ვესტლის ცხოვრების მოკლე მიმოხილვა

w

წერილები ნორვეგიელ ოჯახს



ანე-კატარინე ვესტლის " დედა , მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა" წიგნის პრეზენტაცია.



ჩვენ გვიყვარს წიგნის კითხვა , წაიკითხე შენც!

დათა მამულაძის მიერ მომზადებული ვიდეომიმართვა.

 

არჩილ სულაკაურის " სალამურას თავგადასავალი"
 ახალი სასწავლო2016-17  წელი საინტერესოდ დავიწყეთ. თითქოს ზაფხულის არდადეგებიც არ ყოფილა ისევ ვიყავით ჩართული ახალი პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობით. სალამურას ჩვენტან ერტად მოგზაურობდა მთაშიც და ზღვაზეც , ჩვენს მასთან ერთად განვიცდიდით ბაიას ძებნით გამოწვეულ თავგადასავალს.
პრეზენტაციისთვის მზადება ახლა უფრო სახალისო აღმოჩნდა. არდადეგებმა თანაკლასელები თითქოს დაგვაშორა და ერთ დღესაც შევიკრიბეთ იდეების ჩამოსაყალიბებლად . თავიდანვე დავალებული გვქონდა საკეცი წიგნები უნდა მოგვემზადებინა საპრეზენტაციოდ. რა თქმა უნდა ეფექტური, ლამაზი და თემატურად საინტერესო უნდა ყოფილიყო. ჩვენც შემოვიკრიბეთ მშობელთა ჯარიც და ერთობლივი ძალებით გამუმკლავდით დავალებებს.



ასტრიდ ლინდგრენი " ლოტა აურზაურის ქუჩიდან"
ჩვენ გვიყვარს კითხვა. ვკითხულობთ წიგნებს,ვქმნით  ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიებს,  თანატოლებს ვუზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებს და ილიას სიტყვებს ვითვალისწინებთ " არც უწიგნურობა ვარგა და არც მხოლოდ წიგნებიდან გამოხედვა"     არანაკლებ საინტერესო იყო  2016 წლის 19 ოქტომბერს ჩატარებული წიგნის პრეზენტაცია.რომელსაც წინ უძღოდა ლიტერატურული ვიქტორინა და ტექსტის გააზრების სადიაგნოსტიკო ტესტებიც წარმატებით ჩავაბარეთ. გავეცანით ავტორის ბიოგრაფიას. პოსტერებს დიორამები მოყვა. მას საპრეზენტაციო საქაღალდე. გაყინული კადრები. ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია და შვედურ ენაზე ეკრანიზებული "ლოტა აურზაურის ქუჩიდან " ფილმის გადათარგმნაც. პრეზენტაციაში სტუმარი თანატოლებიც ჩავრთეთ, რადგან სურვილი გამოთქვეს ეს წიგნი წაეკითხათ ვთვლით, რომ მიზანს მივაღწიეთ.

წიგნიდან პრეზენტაციამდე
   
2016წლის 5 დეკემბერს აუდიტორიას წარვუდგინეთ მკითხველთა კლუბის წევრების მიერ წაკითხული და დამუშავებული  წიგნების წლიური ანგარიში. ასევე მოეწყო ასტრიდ ლინდგრენის "მიო, ჩემო მიო"ს პრეზენტაცია. ამჯერად პრეზენტაციის ეფექტურობისათვის ყველა ჯგუფმა დაამზადა ალბომი, რომელიც მოგვითხრობს მიოს, მხედარი კიტოს დახასიათებას : გარეგნობა, მიზნები, ფიქრები, მოქმედებები, და ჩვენი შთაბეჭდილებები ამ პერსონაჟების შესახებ. ასევე იყო წარმოდგენილი სიუჟეტების განვითარების განხილვა  და სხვა პერსონაჟების  დახასიათება და ფაქტები. დამზადა დიორამა. ჩაიწერა ელექტრონული წიგნები , დაიწერა წერილები და აუდიო წერილი. დასასრულს მე-7 კლასის მოსწავლეებმა ჩაგვიტარეს ვიქტორინა,  რომელიც მოთხრობის შინაარსის კიდევ ერთხელ გადახედვა იყო. როგორ ფიქრობთ შეგვეშინდა და ვერ გავუმკლავდით?! სულაც არა..





როალდ დალი "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა"
  • 2017 წლის 10 თებერვალს განვიხილეთ როალდ დალის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" , რომელსაც წინ უზღოდა როგორც  ტექსტის მიხედვით შედგენილი კროსვორდები და ქუიზ ტესტები , გმირის დახასიათება და გეგმები. შოკოლადის ჩვენეული დიზაინის შექმნა და მარკეტინგის გათვლა. დამზადდა თოჯინები რომელიც განასახიერებს ვილი ვონკას. წერილები მივწერეთ პერსონაჟებს და რჩევები მივეცით. სიუჟეტების მიხედვით დავხატეთ ილუსტრაციები. ქაღალდისაგან დავამზადეთ კარამელები და ლოლიპოპსი. ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს:
  •  ვილის ვონკას გარეგნობა, მიზნები, თვისებები.. რომელიც ეფექტურად წარმოადგინეს  პოსტერის საშუალებით.
  • სხვადასხვა მასალისაგან დაამზადეს ვილი ვონკას შოკოლადის ბაღის ამსახველი  დიორამა .
  • პერსონაჟთა დახასიათების ამსახველი ულამაზესი , მრავლისმომცველი საკეცი სტენდი.
  • შოკოლადის ქარხნის მნიშვნელოვანი ოთახების ამსახველი რუკა, რომლის საშუალებით თვალწინ გადაგვიშალეს შოკოლადის ქარხნის მნიშვნელოვანი ოთახები აღწერითა და ილუსტრაციებით.
რათქმა უნდა პრეზენტაცია დაიწყო  მკითხველთა კლუბის ანგარიშით ,  რომელიც წარმოგვიდგენდა როგოთ მერვე წიგნის პრეზენტაციას .
 ერთმანეთს ენაცვლებოდა  პატარა უუმპა-ლუმპების მიერ მომზადებული შოკოლადის ისტორიები და გემრიელი სასუსნავების ასახველი ვიდეორგოლები. არანაკლებ საინტერესო გამოგვივიდა  სიუჟეტების მიხედვით შექმნილი ელექტრონული წიგნები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
16 თებერვალი 2017 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. რომელიც ორგანიზებულია GPBA/ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთაასოციაცია და  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia
ჩვენც ვუერთდებით ამ მნიშვნელოვან დღეს!



ფრენკ ბაუმი " ოზის ჯადოქარი"
პრეზენტაციას უძღვებოდა კატერინა პეტროსიანი და დავით ცხომელიძე. მას შემდეგ რაც მკითხველტა კლუბის ანგარიში წარმოადგინეს ფრენკ ბაუმის შემოქმედებასაც გავეცანით.
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობა. ფრენკ ბაუმის მიხედვით დავათვალიერეთ " ოზის ჯადოქრის" ქვეყანა. დავადგინეთ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, შევადგინეთ რუკა, დავხაზეთ მარშრუტი, არც პერსონაჟების დახასიატება და საინტერესო ეპიზოდების აღწერა გამოგვრჩენია. გავყინეთ ეპიზოდები.
პრეზენტაციის დასასრულს ვიქტორინით დავაგვირგვინეთ შეძენილი ცოდნა. ბედნიერები ვართ რომ ყველა გუნდმა საუკეთესოდ გაიარა ვიქტორინის ყველა ეტაპი.

საქართველოს ისტორიიდან

0 коммент.:

Отправить комментарий

jQuery(document).ready(function($){